1913 წლის პირველ იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს თელავის განყოფილების წევრები იყვნენ: მელქისედეკ სპირიდონის ძე კანდელაკი, მარიამ როსტომის ასული რცხილაძისა, დავით ივანეს ძე ძაძამიძე, გარსევან პავლეს ძე კურდღელაშვილი, დიმიტრი იოსების ძე გაგუნაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი