საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26297

ფაქტი 26297

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ 1915 წელს მთავარ გამგეობას გაუგზავნა ცნობები აბედათის სამკითხველოს შესახებ, რომელშიც ეწერა თუ რა სახის წიგნები იყო ბიბლიოთეკაში, რამდენი მკითხველი სტუმრობდა მათ, რა საქმიანობის იყო თითოეული მათგანი, რამდენჯერ შემოსულა ჟურნალ-გაზეთების მკითხველი და ასევე რამდენჯერ გაუტანიათ წიგნები ბიბლიოთეკიდან. ეს ცნობები მთავარმა გამგეობამ მიიღო 1916 წლის 16 მარტს. ანგარიშს ხელს აწერდნენ: სევარიან ბახტაძე, იონა ანჯაფარიძე და მალაქია კიკალიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26297; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .