1914 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას რამდენიმე რჩევა მისცა თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენების მიხედვით, მეორე და მესამე განყოფილებებში მოსწავლეთა რიცხვი (59 მოსწავლე) ნორმას აღემატებოდა. მთავარი გამგეობის აზრით, პირველი სექტემბრიდან განყოფილებას მესამე მასწავლებელი უნდა მიეწვია. წერილს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი