საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26332

ფაქტი 26332

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილი, რომლის შეკეთებაზე თელავის განყოფილებას უკვე ჰქონდა დახარჯული ოც თუმნამდე, ფუნქციონირებდა, თუმცა კიდევ მოითხოვდა შეკეთებას, განსაკუთრებით რუსხმული, საიდანაც გადმოსული წყალი მთელ ეზოს ტბორავდა. თელავის განყოფილება იმედოვნებდა, რომ წისქვილისა და რუსხმულის შეკეთებას თვითონვე მოახერხებდა წისქვილიდან შემოსული თანხებით. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26332; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .