საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26340

ფაქტი 26340

1913 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის დავალიანების გაუქმება. ეს დავალიანება მაღაზიას ერიცხებოდა ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის წიგნების შეძენის შემდგომ. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26340; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .