ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სეფიეთის ბიბლიოთეკის 1915 წლის ანგარიში, რომელიც შეადგინა: ანტონ ბოკუჩავამ, მიხეილ თოფურიძემ, ევგენი რურუამ და ალექსანდრე თოფურიძემ. ეს ანგარიში მთავარ გამგეობაში 1916 წლის 19 მარტს მიიღეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი