1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრებმა: ბესარიონ ნადარეიშვილმა, ბართლომე ნადარეიშვილმა, ანდრო ნადარეიშვილმა და ვლადიმერ ჩიხლაძემ მთავარ გამგეობას წერილობით აცნობეს, რომ ონტოფოს ბიბლიოთეკა ძალზედ ღარიბი იყო და არ მოეპოვებოდათ წიგნები, ამიტომ საჭიროებდნენ შესაბამის დახმარებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი