1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა ცნობები ონტოფოს ბიბლიოთეკის შესახებ და ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ანგარიშს ხელს აწერენ სამზრუნველოს წევრები – ბესარიონ ნადარეიშვილი, ბართლომე ნადარეიშვილი, ანდრო ნადარეიშვილი და ვლადიმერ ჩიხლაძე. მთავარმა გამგეობამ ანგარიში 1916 წლის 2 მარტს მიიღო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი