საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26493

ფაქტი 26493

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის გამგე იასონ ბართაიამ წერილობით შეატყობინა სენაკის გამგეობას, რომ უმთავრესი მიზეზი ბიბლიოთეკის მშენებლობის შეფერხებისა ლეხაინდრავოსა და ნაჯავახოს შორის კინკლაობა გახდა, თუ რომელი მათგანის ტერიტორიაზე აიგებოდა ბიბლიოთეკისთვის შენობა. ი. ბართაიას აზრით, უკეთესი იქნებოდა თუ შენობას ნაჯახავოს ტერიტორიაზე ააშენებდნენ, რადგან ის ითვლებოდა ორივე სოფლის ცენტრად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26493; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .