საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26563

ფაქტი 26563

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, გამგეობას დაბა ზესტაფონში სახალხო სახლის ასაგებად მხოლოდ ადგილი და 1500 მანეთი ჰქონდა, რაც არ კმაროდა და ცდილობდა დამატებით ფულადი სახსრები მოეძიებინა. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26563; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .