საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26585

ფაქტი 26585

კავკავის ქართული სკოლის (გამგე – ვ. ბურჯანაძე) 1912-1913 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, ცალკე გამოიყო საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელიც მომარაგდა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით, მათ შორის იყო ჟურნალები – "ჯეჯილი" და "ნაკადული". მასწავლებლები შინ ატანდნენ წიგნებს წასაკითხად, მოწაფეები კი ვალდებულნი იყვნენ, წიგნთან ერთად, წაკითხულის შინაარსიც ჩაებარებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26585; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .