1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1913 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს განყოფილების სალაროდან სკოლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშზე დაიდო 347 მან. 77 კაპ., წიგნის მაღაზიას ვალად მიეცა 300 მან., ილია ზარაფიშვილის სახლების საქმეზე დაიხარჯა 31 მან. 55 კაპ., სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილის სახელობის სტიპენდიანტის სწავლის საფასური 30 მან. იყო, საკანცელარიო წიგნები და ბლანკები 5 მან. 15 კაპ. დაჯდა, ავეჯი − 12 მან., წვრილმა ხარჯმა (საფოსტო, მოსალოცი დეპეშები, პანაშვიდები და სხვა) შეადგინა 45 მან. 52 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი