საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26589

ფაქტი 26589

1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ 1911 წლის 11 აპრილს საზოგადოების თელავის განყოფილებამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსაწესრიგებლად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემის თაობაზე. თელავის განყოფილების აზრით, 1800 მანეთი იყო საჭირო მამულის ტერიტორიაზე ქვის ღობის ასაგებად, 300 მანეთი − მამულში მდებარე სახლის შესაკეთებლად, ხოლო 3500 მანეთი − სკოლის შენობის ასაშენებლად და გასამართავად. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26589; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .