საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26592

ფაქტი 26592

1912-1913 სასწავლო წლის კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგადი განვითარების მიზნით მასწავლებლებს რამდენჯერმე ექსკურსიაზე ჰყავდათ მოწაფეები კავკავსა და მის შემოგარენში. ბავშვები იყვნენ სინემატოგრაფში, დაათვალიერეს თერგის ოლქის მუზეუმი, ფრინველების გამოფენა ქალაქის ბაღში, ზინოვი შუვალოვის სტამბა, ტყვია-ვერცხლის ქარხანა, რკინიგზის სადგური, „ტრევის“ ბაღი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26592; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .