1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ვარლამ ლომიამ წინადადებით მიმართა გამგეობას, რომ ბიბლიოთეკის გამგესთვის დაენიშნათ ხელფასი 75 მანეთის ოდენობით, ხოლო სამკითხველოს მეთვალყურისთვის 30 მანეთი. ბ. ლომიას შეეკამათნენ აკაკი ხორავა, პეტრე დგებუაძე და ბარნაბ ძველაია. საბოლოოდ სევერიან მუსერიძის წინადადებით, ორივე გამგეს ხელფასები გაეზარდათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი