1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო, სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წიგნების გამოცემა გადაწყვიტა და სპეციალისტები სხვადასხვა კომისიაში გააერთიანა. კომისიები განიხილავდნენ წარდგენილ ნაშრომებს და წყვეტდნენ, რომელი მათგანი დაბეჭდილიყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი