საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26758

ფაქტი 26758

1887 წლის 16 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და ნივთები გამოეგზავნათ: იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და „კონა“ ოც-ოცი ცალი, ჯაჯანაშვილის ამოცანები ათი ცალი, იოსელიანის საღმრთო ისტორია და კალენდარაშვილის სახელმძღვანელო ოცი-ოცი ცალი, გოგებაშვილის რვეულები N1 და N2 სამოც-სამოცი ცალი, რუსული წერის რვეულები სამოცი ცალი, სურათები ათორმეტთა დღესასწაულთა ერთი ცალი და ერთი ფუთი კალმები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26758; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .