1887 წლის 2 ნოემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მის მიერ გამართული წარმოდგენიდან სკოლას შეუვიდა 185 მანეთი და ორი შაური, რომელიც მან სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარს, ეგნატე ბაქარის ძე გედევანიშვილს გადასცა.

წყარო: ქობულეთის სოფლის საზოგადოების დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი