ბათუმის ადგილობრივმა სასკოლო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მოახსენა, რომ სკოლისთვის ი. დუმბაძის სახლის ქირაობას აპირებდნენ. სახლის ქირა წელიწადში 600 მანეთი ჯდებოდა, 400 მანეთი კი სახლის პატრონისთვის ქირაობისთანავე უნდა მიეცათ. მმართველობას სთხოვდნენ სახლის წინასწარი ქირა, 400 მანეთი სკოლისთვის მიეცა. ხელს აწერენ: თავმჯდომარის თანაშემწე პელაგია მიქელაძე, თავმჯდომარეობის კანდიდატი მელიტონ ზურაბის ძე ლორთქიფანიძე და მდივნის ნაცვლად მასწავლებელი მოსე ივანეს ძე ნათაძე.

წყარო: ქობულეთის სოფლის საზოგადოების დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი