1887 წლის პირველ იანვარს ქობულეთის საზოგადოების წევრებმა – მემედ მჟავანაძემ, ალი გოგიტიძემ და სხვ. – მიიღეს დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ. მათ გადაწყვიტეს, თავიანთი ხარჯით სჯულის მასწავლებლად მოლა მოეწვიათ; წელიწადში სკოლისთვის სამი საჟენი შეშა მიეცათ; სკოლის მზრუნველად აერჩიათ სამი პირი – ალექსანდრე როსტომის ძე ორბელიძე, დედი აღა ნიჟარაძე და გულ აღა კაკაც-ოღლი; ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის კი ეთხოვათ სკოლა თავის გამგეობაში მიეღო და მასწავლებელი დაენიშნა.

წყარო: ქობულეთის სოფლის საზოგადოების დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი