1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: ივანე ფარცვანია, დავით აბრამის ძე ფრენკელი, გიორგი ლევანის ძე ქავთარაძე, ნინო ისმაილის ასული ქაჯაია, სილოვან ანტონის ძე ქუთათელაძე, რაფაელ ლუარსაბის ძე შარაშენიძე, გიგო სიმონის ძე შარაშიძე, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონია, აქვსენტი პავლეს ძე შონია და ესტატე ბესარიონის ძე შუშანია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი