1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებაზე 1919 წლის ხარჯთაღრიცხვა განიხილეს. დაადგინეს, რომ პედაგოგებისა და მოსამსახურე პირებისთვის ხელფასი გაეზარდათ. დადგენილებას ხელს აწერს თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები და მოხსენებები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი