1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: დიმიტრი სიკოს ძე ბახტაძე, სოლომონ სიმონის ძე ბოლქვაძე, აკაკი ალექსის ძე გაგუა, ელენე სიმონის ასული გეგენავა, დიონისე მაქსიმეს ძე გოგინავა, ფაქიზო სიმონის ასული გაბუნია, კლიმენტი ნესტორის ძე გეგეჭკორი, იასონ გარუჩავა, თომა გუგუშვილი და მიხეილ გაბესქირია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი