1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საზოგადო კრებაზე ნამდვილ წევრებად აირჩიეს: ბარბალე ავალიანი, დავით იესეს ძე ანჯაფარიძე, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძე, ვლადიმერ თომას ძე არჩაია, ალექსანდრე ადამია, ბაბილინა ბესარიონის ასული ახალაია, არონ ელოს ძე აჯიაშვილი, დავით იაკობის ძე აჯიაშვილი და ნიკოლოზ პავლეს ძე ალავიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი