1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ილარიონ როსტომის ძე შეყრილაძემ, ალექსანდრე იოსების ძე შურღაიამ, კონსტანტინე ალექსის ძე შენგელიამ, ალექსანდრე მიხეილის ძე ჩხეტიამ, იუსტინე ალექსანდრეს ძე ჩხიკვაძემ, ილიკო ალექსანდრეს ძე ჩხიკვაძემ, ია ჩაჩიბაიამ, კონდრატე მალაქიას ძე ჩაჩიბაიამ, დომენტი ფილიპეს ძე ცაავამ და სიმონ სოლომონის ძე ცისიშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი