1909 წლის 11 აპრილს კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძე ქალაქ ფოთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის მიზნით იოსებ ივანეს ძე კოხრეიძეს საზოგადოების წესდების გაგზავნას სთხოვს.

წყარო: მიწერ-მოწერა, მოხსენებები და ანგარიშები საზოგადოების ფოთის განყოფილებასთან განყოფილების მდგომარეობის შესახებ | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა