1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) იონა მიხეილის ძე მეუნარგია ხელმძღვანელობდა.  განყოფილებას 37 წევრი ჰყავდა. შემოსავალი შეადგენდა 385 მანეთსა და 75 კაპიკს ( 219 მანეთი საწევრო გადასახადი, 166 მანეთი და 50 კაპიკი ნიკო ნიკოლაძის წაკითხული ლექციიდან, 25 თეთრი ვ. წერეთელის ლექციიდან), გასავალი – 341 მანეთსა და 60 კაპიკს.

წყარო: მიწერ-მოწერა, მოხსენებები და ანგარიშები საზოგადოების ფოთის განყოფილებასთან განყოფილების მდგომარეობის შესახებ | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა