1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) ქალაქის საბჭოდან წიგნის მაღაზიისთვის მთავარ ქუჩაზე საჩუქრად 9 საჟენი მიწა მიიღო. უსახსრობის გამო მაღაზია ვერ აშენდა.

წყარო: მიწერ-მოწერა, მოხსენებები და ანგარიშები საზოგადოების ფოთის განყოფილებასთან განყოფილების მდგომარეობის შესახებ | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა