საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27060

ფაქტი 27060

1908 წლის 27 იანვარს ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისა და 1907 წლის 9 დეკემბერს არჩეული საგანგებო კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები – ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, პართენ გოთუა, სამსონ ფირცხალავა და კომისიის წევრები – ანტონ ფურცელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ვასილ ბერელაშვილი, შიო დედაბრიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27060; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .