1915 წლის 17 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მისი ამხანაგი − ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, გამგეობის მდივანი − ილია პავლეს ძე გორდეზიანი, ხაზინადარი − ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი