1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: აკაკი ტოტის ძე ზესაშვილმა, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილმა, ოლღა ივანეს ასულმა თათარიშვილმა, გრიგოლ ბახვას ძე თევზაიამ, ერასტო სპირიდონის ძე თოდუამ, გიორგი ხახუს ძე თოფურიძემ, ნიკოლოზ ლაზარეს ძე თუთბერიძემ, ალფეზ ნიკოლოზის ძე თულაძემ, ილია იოაკიმის ძე იაკიმიდმა და აბესალომ იობიძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი