1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: ანა მიხეილის ასულმა კალანდარიშვილმა, ვასასი მიხეილის ძე კალანდარიშვილმა, ალექსანდრე ივანეს ძე კალანდარიშვილმა, თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილმა, ნინო მათეს ასულმა კალანდარიშვილმა, ილია დიმიტრის ძე კალანდარიშვილმა, ეფროსინე ანტონის ასულმა კალანდარიშვილმა, ვასილ ვასილის ძე კანდელაკმა, დომენტი რომანოზის ძე კაჭარავამ და სამუილ ანტონის ძე კეკელიამ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი