1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თანხა თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: დავით აბრამის ძე ფრენკელმა, გიორგი ლევანის ძე ქავთარაძემ, ნინო ისმაილის ასულმა ქაჯაიამ, სილოვან ანტონის ძე ქუთათელაძემ, არტემ გიორგის ძე ღვამბერიძემ, კონსტანტინე ბეჟანის ძე ყურაშვილმა, რაფაელ ლუარსაბის ძე შარაშენიძემ, გიგო სიმონის ძე შარაშიძემ, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონიამ, ესტატე ბესარიონის ძე შუშანიამ და ერმილე პეტრეს ძე ჩეჩელაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი