1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: თემურ ბეგ ხიმშიაშვილმა, ალექსი ხორავამ, ოლღა გიორგის ასულმა ხოფერიამ, ივლიანე გაბრიელის ძე ხოფერიამ, თადეოზ პავლეს ძე ხოფერიამ, გრიგოლ მარკოზის ძე ხუნწარიამ, კირილე იესეს ძე ჯავახიამ, თომა მანუჩარის ძე ჯაკობიამ, გიორგი ექვთიმეს ძე ჯიბლაძემ და ანდრია კონსტანტინეს ძე ჯიქიამ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი