1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ (ხაზინადარი − ივანე პაატაშვილი) 1914 წლის შემოსავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, შემოსავლიდან 1913 წლის ნაშთი 151. 13 მანეთი იყო, საწევრო გადასახადი − 189, სოფიო ვახვახიშვილის სასტიპენდიო თანხის სარგებლიანი ქაღალდების პროცენტი − 68. 23, ჟურნალ-გაზეთებიდან შემოსული თანხა − 36. 75, საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან დაბრუნებული ვალი − 58. 20 მან. სულ 1914 წელს შემოსული თანხა 503. 41 მანეთს შეადგენდა. 1915 წლის პირველ იანვრამდე წიგნის მაღაზიაზე ვალად ითვლებოდა 1200 მან., სოფიო ზარაფიშვილზე − 100.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი