1915 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა, ანეტა ყიფშიძემ გაუგზავნა თბილისის გუბერნიის სამმართველოს 26 ოქტომბრის სხდომის დადგენილების ასლი, რომელიც ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე გაუქმებული წისქვილის სახელმწიფო გადასახადისგან გათავისუფლებას ეხებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი