1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: სამუილ ანტონის ძე კეკელია, პეხუ მურზაყანის ძე კუპრეიშვილი, პარასკევა ზალიკას ასული კუპრეიშვილი, პარასკევა მიხეილის ასული კუხალაშვილი, მიხეილ გოჩას ძე კუჭავა, პორფილე სესიკოს ძე კვერკველია, ალექსანდრე პეხუს ძე კინწურეიშვილი, პარმენ კუკავა, მიხეილ ლევანის ძე ლოლუა და ვარლამ გერასიმეს ძე ლომია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი