1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თანხა თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: ბაბუცა კონსტანტინეს ასულმა ბერიძემ, ნადეჟდა ზურაბის ასულმა ბელქანიამ, ყარამან ბოკუჩავამ, დავით გაგულაშვილმა, ანეტა ბესარიონის ასულმა გამზარდიამ, გიორგი ვასილის ძე გამზარდიამ, სამსონ იოთამის ძე გამყრელიძემ, ანასტასია ივანეს ასულმა გეგენავამ და ივანე ეგნატეს ძე გეგენავამ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი