ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას დაარსების დროს (1909 წელი) 73 წევრი ჰყავდა, 1912 წელს საწევროს გადაუხდელობის გამო მხოლოდ 37 წევრი შემორჩა. 1912 საანგარიშო წელს ჩატარდა საზოგადოების 6 სხდომა, გაირჩა 8 საქმე. (კრების ოქმს ხელს იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე აწერდა).

წყარო: მიწერ-მოწერა, მოხსენებები და ანგარიშები საზოგადოების ფოთის განყოფილებასთან განყოფილების მდგომარეობის შესახებ | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა