საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27242

ფაქტი 27242

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების (თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ვახვახიშვილი, მდივანი – ივანე პაატაშვილი) გამგეობამ შეატყობინა, რომ მას შეუძლებლად მიაჩნდა დაეკმაყოფილებინა ყვარლის რწმუნებულთა თხოვნა − დაეთმოთ სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლი საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად, კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. თელავის განყოფილება იქ აპირებდა სკოლის, სამკითხველოსა და სხვა კულტურული დაწესებულებების განთავსებას. კანცელარიისთვის კი ადგილი აღარ რჩებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27242; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .