საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27244

ფაქტი 27244

1915 წლის 15 თებერვალს ქშწგ საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ (თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ვახვახიშვილი, მდივანი – ივანე პაატაშვილი) 1914 წლის სკოლის გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 1914 წელს სკოლის გამგეს გადაუხადეს 400 მანეთი, მეორე მასწავლებელს − 320, მესამე მასწავლებელს –100, მოსამსახურეს − 137, სახლის ქირა დაჯდა 340 მან., განათება − 18, წყალი − 14. 10, მოსწავლეთათვის წამალი − 53. 42, ჟურნალ-გაზეთები − 10. 16, ავეჯი და სამოსწავლო ნივთები – 23. 13, ბავშვების გართობა − 2. 35, მერხების შეკეთება − 9. 78, სოფიო ვახვახიშვილის სტიპენდიის ხარჯი – 8. 47, მასწავლებელს წვრილმანი ხარჯებისთვის ავანსად მიეცა 13 მანეთი, სხვადასხვა ხარჯმა შეადგინა 80. 08 მან. სულ 1914 წლის გასავალი 1 622 მანეთი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27244; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .