საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27450

ფაქტი 27450

ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილი საანგარიშო მოხსენებიდან ცნობილია, რომ „საზოგადოების" კუთვნილი ოლღა ჭავჭავაძისეული საგურამოს მამული ორწლიანი (1910-06-01 – 1912-06-01) იჯარით აღებული ჰქონდა პროვიზორ პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისს: პირველი წლის საიჯარო ფასი იყო 1000 მანეთი, ხოლო მეორე წლისა და შემდგომი (თუკი იჯარა განახლდებოდა) – 1300 მანეთი. იჯარა ნოტარიალურად 1910 წლის 1-ლ ივლისს იყო დამტკიცებული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27450; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .