ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების 1913 წლის შემოსავალი 763 მანეთსა და 20 კაპიკს შეადგენდა. აქედან 126 მანეთი საწევრო შენატანი იყო, 20 მანეთი და 40 კაპიკი – კერძო შემოწირულობა, ყულაბებიდან – 89 მანეთი და 78 კაპიკი, ბანკში შენახული ფული – 338 მანეთი და 61 კაპიკი, სტიპენდიის მოვალეთაგან – 30 მანეთი.

წყარო: მიწერ-მოწერა და მოხსენებები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა