საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 275

ფაქტი 275

1921 წლის 26 მარტს კომუნისტურმა პარტიამ გახსნა საბჭოთა აღმშენებლობის კურსები, რომელთა გავლაც სავალდებულო იყო სამუშაო ადგილზე ყველა გაგზავნილისთვის. კურსებზე შალვა ელიავა და მიხეილ ოკუჯავა კითხულობდნენ სალექციო კურსს: „პოლიტიკა და საბჭოთა მთავრობის დამყარების აუცილებლობა საქართველოში“, მამია ორახელაშვილი – „საბჭოთა რუსეთის, კერძოდ, საბჭოთა საქართველოს მდგომარეობა“, ნაზარეთიანი – „საბჭოთა მე-8 სიეზდის მუშაობა და რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-10 სიეზდი“, ფილიპე მახარაძე და ბესარიონ კვირკველია – „საქართველოს კომპარტიის პოლიტიკა და საბჭოთა აღმშენებლობა“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 275; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .