საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27509

ფაქტი 27509

1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის მიერ ნოტარიუს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კანტორაში დაწერილი ანდერძის თანახმად, პოეტის მთელი უძრავ-მოძრავი ქონების მემკვიდრედ მისი მეუღლე – ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი – ცხადდებოდა, თავად ქვრივის გარდაცვალების შემდეგ კი მისი მამაპაპეული ქონება კანონიერი მემკვიდრეების ხელში გადადიოდა, ხოლო შეძენილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრება უნდა გამხდარიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27509; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .