საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27510

ფაქტი 27510

1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილ ანდერძში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონება იყო: უძრავი ქონება – სოფლის მამული საგურამო-წიწამურში (552 დესეტინა) და ქვითკირის სახლი თბილისში, ანდრიას (ანდრეევის) ქუჩაზე; მოძრავი ქონება – სახლის მოწყობილობა, ავეჯი, სურათები, ძვირფასი ბიბლიოთეკა და კერძო მიწერ-მოწერა. სასამართლოს ბოქაულის მიერ შედგენილი მოძრავი ქონების სია მოანდერძის მეუღლეს ჰქონდა მიბარებული. უძრავ-მოძრავი ქონება თავის დროზე ოლღა ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში გადავიდოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27510; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .