1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვლადიმერ დავითის ძე გოგიაშვილი, ლონგინოზ ნიკოდიმის ძე ზაუტაშვილი, მიხეილ დავითის ძე მაჭავარიანი და სოფიო ალექსანდრეს ასული მაჭავარიანისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი