საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27579

ფაქტი 27579

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნიკოლოზ სიმონის ძე იმნაძე, მარია მიხეილის ასული კრუპენიკოვისა, თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილისა და მარიამ მერაბის ასული რცხილაძისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27579; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .