საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27639

ფაქტი 27639

1909 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თავადაზნაურობის სამიწათმოქმედო კომისიას აცნობა, რომ ილიას საგურამოს მამულის ლიკვიდაცია შეფერხებული იყო და ლიკვიდაციისთვის ალექსანდრე ყიფშიძის სახელზე სესხად გაცემულ 2 000 მანეთს დროულად ვერ დააბრუნებდა. გამგეობა იმედს გამოთქვამდა, რომ ვალს პირველი შესაძლებლობისთანავე გადაიხდიდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27639; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .