1909 წლის 17 აპრილს ბაქოში გაგზავნილი ოფიციალური წერილით ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილს შეატყობინა, რომ თუკი სურდა შეძენა და შეეძლო 44.000 მანეთად შეესყიდა ოლღა ჭავჭავაძისეული მამული გურამიანთ-კარში, პასუხი 15 მაისამდე ეცნობებინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის, რადგან მამულს ჰყავდა გრძელვადიანი იჯარით აღების მსურველები: ერთი – „ამხანაგობა", ხოლო მეორე – სპეციალური განათლების მქონე უცხოელი პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისი. იჯარით გაცემის შემთხვევაში გაყიდვის საქმე შეფერხდებოდა.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი